Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის (N8, 10.09.2025) დადგენლებით:

 

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის (შემდგომში-„ფაკულტეტი“) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით.

2. კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2025 წლის 23 სექტემბრის 10:00 საათიდან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში, მისამართი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N11, ოთახი N108.

3. კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვროს 2025 წლის 29 სექტემბერი, 17:00 საათი.

4. არჩევნები ჩატარდეს 2025 წლის 1 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე ფარული კენჭისყრით.

5. კანდიდატად რეგისტრაციის და არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებსა და ასოცირებულ პროფესორებს.

6. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

6.1. განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დაკავების მსურველი პირის ვინაობა, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, სასურველი თანამდებობის ზუსტი დასახელება.

6.2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;

ბ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განვითარების ოოთხწლიანი სამოქმედო გეგმა;

გ) ავტობიოგრაფია (CV)

დ) პირადობის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.

7. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ იგი წინამდებარე განცხადების მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ფაკულტეტის კანცელარიაში სრულყოფილად წარადგენს ამავე განცხადების 6.1 და 6.2 პუნქტებში მითითებულ დოკუმენტაციას.

თარიღი: 11/09/2025